” ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაკობდეს!” (ილია)

вторник, 18 августа 2015 г.

დროის განაწილება გაკვეთილზე

დროის განაწილება გაკვეთილზე (ანუ დროის მენეჯმენტი)  მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ეს გახლავთ კლასის მომზადების დონე,  მოსწავლეთა ასაკი, შესასწავლი მასალა და სხვ.  ამ საკითხში პედაგოგს თავისუფლება აქვს მინიჭებული.  თუმცა,  არსებობს გაკვეთილზე დროის მენეჯმენტის სავარაუდო სქემა, რომელშიც  ძირითადად უნდა ჩაეტიოს პედაგოგი.  მან შეიძლება მოახდინოს მხოლოდ 1-2 წუთის ვარირება პერიოდულად,   საჭიროებისამებრ.

კომბინირებული გაკვეთილის  გეგმის სავარაუდო სქემა ასეთია:

1. ორგანიზაციული ნაწილი --------------------------- 2 წთ
2. საშინაო დავალების შემოწმება --------------------- 13  წთ
          ა)  ინდივიდუალური გამოკითხვა -- 8  წთ
          ბ)  საერთო კითხვები კლასს ---------  5  წთ
3. ახალი მასალის გადაცემა ----------------------------  18  წთ
4. ახალი მასალის განმტკიცება ------------------------   7 წთ
5. მოსწავლეთა შეფასება -------------------------------   3 წთ
5. საშინაო დავალების მიცემა ------------------------ 2 წთ

გაკვეთილის ხანგრძლივობა სულ 45 წთ-ია.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს არ გახლავთ სტანდარტული განაწილება. მასწავლებელს შეუძლია ცვლილება მოახდინოს  დროის მენეჯმენტში საჭიროებისამებრ.



გამოყენებული ლიტ-რა: ისტორიის სწავლების მეთოდიკა. თბილისი 1999 წ. 
ავტორები:  სერგო  ვარდოსანიძე, ზოია  ჩიმაკაძე, ელგა  ცქიტიშვილი. 



ისტორიის გაკვეთილის ტიპები და აქტივობები..

ჩვეულებრივ, ისტორიის გაკვეთილის ოთხი ტიპი არსებობს, ისევე, როგორც ყველა სხვა საგნის.  ესენია (დასახელება ძველი ტერმინოლოგიით, თუ ვინმემ იცით რა ჰქვია ახალი ტერმინოლოგიით ამ გაკვეთილებს,  შეგიძლიათ აქვე მიაწეროთ კომენტარებში,  დიდად დამავალებთ და წინასწარ მადლობას გიხდით):


  1. კომბინირებული
  2. ახალი მასალის შესწავლის
  3. განზოგადებისა და სისტემატიზაციის
  4. ცოდნის, ხერხების, ჩვევების კონტროილისა და კორექციის (ანუ მოსწავლეთა ცოდნის შემოწმების)

საინტერესოა, რა აქტივობები სეიძლება გამოვიყენოთ თითოეულ გაკვეთილზე?

კომბინირებულ გაკვეთილზე გამოიყენება გაკვეთილის ყველა ტიპისათვის დამახასიათებელი აქტივობები.  მათ შორის მთავარია
  1. განვლილი მასალის გამოკითხვა
  2. თხრობა ან საუბარი
  3. ახალი მასალის მიწოდება და განმტკიცება
  4. საშინაო დავბალება
ახალი მასალის შესწავლის გაკვეთილზე გამოიყენება შემდეგი აქტივობები
  1. ლექცია
  2. საუბარი
  3. თხრობა
  4. წიგნზე დამოუკიდებელი მუშაობა
  5. დოკუმენტზე მუშაობა
  6. ილუსტრაცია
  7. დემონსტრაცია
  8. ბარათებზე მუშაობა და სხვ.
ახალი მასალის შესწავლა ხდება არა მხოლოდ ჩვეულებრივ სასკოლო გაკვეთილზე, არამედ
  • გაკვეთილ-ექსკურსიაზე
  • კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებებზე
  • ისტორიის წრეში  
განზოგადებისა და სისტემატიზაციის გაკვეთილი  ტარდება პერიოდულად. მაგ: შეიძლება ჩავატაროთ 
  1. რომელიმე თემის შესწავლის შემდეგ
  2. სემესტრის ბოლოს
  3. წლის ბოლოს
  4. გამოსაშვები გამოცდების პერიოდში
ამ დროს ხდება სასწავლო მასალის გამეორება, მიღებული ცოდნის განზოგადება, განმტკიცება, სისტემაში მოყვანა. აქტივობებად შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ხერხი, მათ შორის, 
გაკვეთილი-ექსკურსია
მიმოხილვითი-განმეორებითი ლექცია და სხვ.

ცოდნის, ხერხების, ჩვევების კონტროილისა და კორექციის (ანუ მოსწავლეთა ცოდნის შემოწმების) გაკვეთილზე შეიძლება გამოვიყენოთ  შემდეგი აქტივობები
  1. საუბარი
  2. მოსწავლეთა მოხსენებების მოსმენა და მათი განხილვა
  3. ბარათებზე მუშაობა
  4. ტექსტები
  5. საკონტროლო სამუშაოები
  6. ყოველი განვლილი თავის ბოლოს განვლილი მასალის გამოკითხვა
  7. შემეცნებითი თამაშები და სხ. 


გამოყენებული ლიტ-რა: ისტორიის სწავლების მეთოდიკა. თბილისი 1999 წ. 
ავტორები:  სერგო  ვარდოსანიძე, ზოია  ჩიმაკაძე, ელგა  ცქიტიშვილი. 

понедельник, 3 августа 2015 г.

კონტურული რუკები

კონტურული რუკების არაჩვეულებრივი გვერდი.
ბრავო, ამ გვერდის შემქმნელებს.
გვერდს კარგად გამოიყენებენ ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლები. იგი დაცულია საავტორო უფლებებით, თუმცა შესაძლებელია მისი გამოყენება არაკომერციული, საგანმანათლებლო მიზნებით.
მოცემული მასალა დახარისხებულია 8 ნაწილად:


თითოეულ ჯგუფში კიდევ გამოიყოფა ქვეჯგუფები, სადაც უკვე თითოეული გეოგრაფიული პუნქტის სახელწოდების გვერდით მითითებულია ფაილში არსებული რუკების რაოდენობა. მაგალითისათვის,  შეგიძლიათ ნახოთ ქვეჯგუფი  ევროპის განყოფილება
მოცემულია, როგორც გეოგრაფიული (მაგ: ეგეოსის ზღვა), ისე ისტორიული ( მაგ: აშშ. 13 კოლონია) რუკები.
შესაძლებელია,  თითოეული რუკის ამობეჭდვა სხვადასხვა ფორმატში, გაკვეთილზე გამოყენება, როგორც კონტურულ რუკაზე მუშაობის ნიმუში.  დასაბეჭდი ფორმატების ვერსიაც მითითებულია რუკების ზედა მარცხენა კუთხეში..  (მაგ: კავკასიის 34 რუკიდან, თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერი რუკა გახსნათ და ამიბეჭდოთ) 

суббота, 1 августа 2015 г.

вторник, 28 июля 2015 г.

იბერიანა

არაჩვეულებრივი სასწავლო ბლოგია იბერიანა , რომელიც ეხება საქართველოს ისტორიას, აწმყოს და მომავლის პერსპექტივებს. მოცემულია სხვადასხვა პერიოდის საქართველოს რუკები, მე-20 საუკუნის ბოლო 20-წლეულის მოვლენები და დღევანდელი პოლიტიკური მასალები საქართველოსა და სრულიად კავკასიის შესახებ

ლევან რამიშვილის ბლოგი საქართველოს ისტორიის შესახებ

ლევან რამიშვილის ბლოგი
ეს არის ბლოგი, სადაც საუბარია  თემებზე - ისტორია, პოლიტიკა, რელიგია, სამოქალაქო განათლება, კონსტიტუცია,  საერთაშორისო ურთიერთობები და სხ.
ბლოგი ორენოვანია - ქართულ-ინგლისური.

პერსონალური პორტფოლიოები

 აქ თქვენ ნახავთ ნებისმიერი საგნის მასწავლებლის, ლოგოპედის და განათლების სხვა სპეციალისტთა არაჩვეულებრივ  პერსონალურ პორტფოლიოს

თქვენ კი შეგიძლიათ, მომაწოდოთ კომენტარებში  სხვა უცხოელ მასწავლებელთა პორტფოლიოები, რომ მეც მქონდეს საშუალება გადავხედო, შევადარო და უკეთესი ამოვარჩიო ან სულაც დამოუკიდებელი შევქმნა. 
საქართველოს ეროვნული არქივი - აუდიო წიგნები

” აუდიო წიგნები” წარმოადგენს საქართველოს ეროვნული არქივის პროექტს, რომელიც აერთიანებს კინო-ფოტო-ფონო დოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცული  ქართული ლიტერატურული ნაწარმოებების ჩანაწერებს 1960-2015 წ.წ. და რომელთაც ცნობილი ქართველი მსახიობები და ლიტერატორები კითხულობენ