вторник, 18 августа 2015 г.

ისტორიის გაკვეთილის ტიპები და აქტივობები..

ჩვეულებრივ, ისტორიის გაკვეთილის ოთხი ტიპი არსებობს, ისევე, როგორც ყველა სხვა საგნის.  ესენია (დასახელება ძველი ტერმინოლოგიით, თუ ვინმემ იცით რა ჰქვია ახალი ტერმინოლოგიით ამ გაკვეთილებს,  შეგიძლიათ აქვე მიაწეროთ კომენტარებში,  დიდად დამავალებთ და წინასწარ მადლობას გიხდით):


  1. კომბინირებული
  2. ახალი მასალის შესწავლის
  3. განზოგადებისა და სისტემატიზაციის
  4. ცოდნის, ხერხების, ჩვევების კონტროილისა და კორექციის (ანუ მოსწავლეთა ცოდნის შემოწმების)

საინტერესოა, რა აქტივობები სეიძლება გამოვიყენოთ თითოეულ გაკვეთილზე?

კომბინირებულ გაკვეთილზე გამოიყენება გაკვეთილის ყველა ტიპისათვის დამახასიათებელი აქტივობები.  მათ შორის მთავარია
  1. განვლილი მასალის გამოკითხვა
  2. თხრობა ან საუბარი
  3. ახალი მასალის მიწოდება და განმტკიცება
  4. საშინაო დავბალება
ახალი მასალის შესწავლის გაკვეთილზე გამოიყენება შემდეგი აქტივობები
  1. ლექცია
  2. საუბარი
  3. თხრობა
  4. წიგნზე დამოუკიდებელი მუშაობა
  5. დოკუმენტზე მუშაობა
  6. ილუსტრაცია
  7. დემონსტრაცია
  8. ბარათებზე მუშაობა და სხვ.
ახალი მასალის შესწავლა ხდება არა მხოლოდ ჩვეულებრივ სასკოლო გაკვეთილზე, არამედ
  • გაკვეთილ-ექსკურსიაზე
  • კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებებზე
  • ისტორიის წრეში  
განზოგადებისა და სისტემატიზაციის გაკვეთილი  ტარდება პერიოდულად. მაგ: შეიძლება ჩავატაროთ 
  1. რომელიმე თემის შესწავლის შემდეგ
  2. სემესტრის ბოლოს
  3. წლის ბოლოს
  4. გამოსაშვები გამოცდების პერიოდში
ამ დროს ხდება სასწავლო მასალის გამეორება, მიღებული ცოდნის განზოგადება, განმტკიცება, სისტემაში მოყვანა. აქტივობებად შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ხერხი, მათ შორის, 
გაკვეთილი-ექსკურსია
მიმოხილვითი-განმეორებითი ლექცია და სხვ.

ცოდნის, ხერხების, ჩვევების კონტროილისა და კორექციის (ანუ მოსწავლეთა ცოდნის შემოწმების) გაკვეთილზე შეიძლება გამოვიყენოთ  შემდეგი აქტივობები
  1. საუბარი
  2. მოსწავლეთა მოხსენებების მოსმენა და მათი განხილვა
  3. ბარათებზე მუშაობა
  4. ტექსტები
  5. საკონტროლო სამუშაოები
  6. ყოველი განვლილი თავის ბოლოს განვლილი მასალის გამოკითხვა
  7. შემეცნებითი თამაშები და სხ. 


გამოყენებული ლიტ-რა: ისტორიის სწავლების მეთოდიკა. თბილისი 1999 წ. 
ავტორები:  სერგო  ვარდოსანიძე, ზოია  ჩიმაკაძე, ელგა  ცქიტიშვილი. 

Комментариев нет: