” ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაკობდეს!” (ილია)

пятница, 3 марта 2017 г.

ისტორიის სწავლების წესები და მეთოდიკა

ისტორიის სწავლების ძირითადი საფუძველი მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაში მდგომარეობს. მათ უნდა ესმოდეთ ერთმანეთის.  ეს წარმატებისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
თავის მხრივ, მასწავლებელმა კარგად უნდა შეისწავლოს სწავლების წესები და მეთოდები, რომ დაეხმაროს მოსწავლეს - გაუადვილოს ისტორიის შესწავლა.
სწავლების მეთოდები უკარნახებს მასწავლებელს, თუ როგორ განახორციელოს ესა თუ ის პროცესი. მეთოდების გამოყენება მთლიანად მასწავლებელზეა  დამოკიდებული.  ასევე, მეთოდების გამოყენება დამოკიდებულია გაკვეთილის თემაზე,  კლასის განსწავლულობის ხარისხზე, ასაკობრივ თავისებურებებზე და სხვა ნიშან-თვისებაზე.
თითოეული მასწავლებელი თანდათანობით აგროვებს გამოცდილებას, გამოიმუშავებს საკუთარი, ინდივიდუალური სწავლების ხერხებს. პრაქტიკული მუშაობის პროცესში ის თავისუფლად იყენებს ამ ხერხებს და მეთოდებს - ზოგჯერ იმეორებს, ზოგჯერ სახეს უცვლის, მაგრამ აუცილებლად ითვალისწინებს კონკრეტულ სიტუაციას.
ისტორიის გაკვეთილზე შესაძლებელია სწავლების ყველა მეთოდების გამოყენება,  რომელსაც ითვალისწინებს თანამედროვე მეცნიერება, თუმცა შეუძლებელია ყველა მეთოდის ერთ გაკვეთილზე გამოყენება.
ისტორიის სწავლების თანამედროვე მეთოდიკაში მიღებულია ხუთი მეთოდი: 
1. ზეპირსიტყვიერი
2. თვალსაჩინოების
3. პრაქტიკული
4. წიგნზე მუშაობის
5. ვიდეომეთოდი.  


თითოეული მეთოდი გამოიხატება სხვადასხვა ხერხითა და საშუალებით. მაგ:

მეთოდები

მეთოდის გამოხატვის ხერხები და საშუალებები
ზეპირსიტყვიერი

თხრობა, ლექცია, საუბარი, დისკუსია, დისპუტი, ახსნა-განმარტება, ინფორმაცია, ინსტრუქცია....

თვალსაჩინოების

ილუსტრაცია, დემონსტრაცია, ჩვენება, გადასინჯვა, მოსწავლეთა დაკვირვება....

პრაქტიკული

ვარჯიში, ცოდნის შემოწმება, კონტროლი მოსწავლეთა გამოსვლებზე, მოხსენების რეფერატების, გამოსვლების დაწერა, შემოქმედებითი თამაშები...

წიგნზე მუშაობის

კითხვა, კონსპექტი, ამონაწერები, შენიშვნების შედგენა, ციტირება, თეზისების დაწერა, გეგმების, სქემების, ქრონოლოგიური ცხრილების შედგენა, ისტორიულ მოღვაწეთა დახასიათება....
ვიდეომეთოდი

მუშაობა ”ელექტრონულ მასწავლებელთან” , კომპიუტერისა და სხვა სასწავლო-ელექტრონული ხელსაწყოების გამოყენება...


აქვე განვმარტოთ, რომ სწავლების ხერხი მეთოდების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ის მეთოდის ელემენტია, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში გამოიყენება. მაგ: ვიდეომეთოდი, ხერხი - კომპიუტერი გამოყენება და ა.შ.
სწავლების არცერთი წესი და მეთოდი არ არის უნივერსალური. მათი მრავალფეროვნების დანიშნულებაა სასაწვლო პროცესის მოსწავლეთა მიერ ცოდნის მაქსიმალური ათვისებისაკენ  წარმართვა. წესებისა და მეთოდების შერჩევა მთლიანად დამოკიდებულია მასწავლებლის კვალიფიკაციაზე,  ოსტატებაზე,  ცოდნასა და პირად  თვისებებზე. აგრეთვე, მოსწავლეთა აქტიურობაზე, მათ ნაკითხობასა და დაინტერესებაზე.


გამოყენებული ლიტ-რა: ისტორიის სწავლების მეთოდიკა. თბილისი 1999 წ. 
ავტორები:  სერგო  ვარდოსანიძე, ზოია  ჩიმაკაძე, ელგა  ცქიტიშვილი. 




Отправить комментарий