” ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაკობდეს!” (ილია)

”მასწავლებლის 10 მცნება”

სტუდენტობისას, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში პრაქტიკაზე ყოფნის დროს, ჩემი ყურადღება მიიპყრო სამასწავლებლო ოთახის კედელზე მიკრულმა ორმა აბრამ. ერთ მათგანზე ეწერა:

”10 რჩევა ახალგაზრდა მასწავლებელს”
1. ჩათვალე სკოლა ადგილად, სადაც შეიძლება სრულად გამოვლინდეს შენი ნიჭი.
2. მონახე შენში სახე შენი.
3. ნუ ჩაიკეტები მასწავლებლობაში.
4. დაიმახსოვრე, მასწავლებლობაში ბედნიერება შრომაშია.
5. იყავი ბედნიერი.
6. იყავი მართალი და პატიოსანი.
7. დააფასე იუმორის გრძნობა.
8. იყავი თავშეკავებული - არ დაკარგო თავმოყვარეობა.
9. ნუ აჩვენებ, იყო უფრო ჭკვიანი, ვიდრე ხარ.
10. გქონდეს შენი მოქალაქეობრივი მრწამსი.

მეორე აბრაზე ეწერა:

”მასწავლებლის 10 მცნება”
ჯორჯ პოია.
1. გაინტერესებდეს შენი საგანი.
2. იცოდე შენი საგანი.
3. უწყოდე, რა გზით შეიძლება შენთვის ახლის შესწავლა, რამეთუ შესწავლის საუკეთესო საშუალებაა ოდეს თავად აღმოაჩენ.
4. ხედვიდე მოსწავლეთა სახეებზე ფიქრსა მათსა, რასაც ელიან შენგან; პატივ ეც სატკივარსა მათსა, ძალ გედვას მათ ადგილას საკუთარი თავის ხილვისა.
5. არა თაყვანი ეც მწირსა ინფორმაციასა, ესწრაფვიდე დააჩვიო მოწაფე სჯასა, თანმიმდევრულად მუშაობის უნარსა და კეთილ-ჰყავ წესი აზროვნებისა მისისა.
6. დააჩვიე ყმაწვილი მიხვედრასა.
7. დააჩვიე ყმაწვილი მტკიცების წესსა და რიგსა.
8. ჰპოვე ადამიანში ის, რაც საზოგადოა, რაც შეიძლება სხვა ადამიანის ამოხსნაში გამოგადგეს. აღმოაჩინე ზოგადი მეთოდი.
9. არა აუწყო მოწაფესა შენსა საიდუმლო მეცნიერებისა მყისიერად, რათა თავად მოწაფემან გამოიტანოს საიდუმლო იგი, ვიდრე განუმარტავდე შენ,თავად იპოვონ რაც შეიძლება მეტი.
10. კურთხეულ არს მისახვედრი მითითებანი, იძულებით ნუ მოახვევ საკუთარ აზრს შეგირდს.

მას შემდეგ 15 წელი გავიდა და ახლაც მყარად მიზის თავში....



ნახატი აღებულია საიტიდან: ლემილი
Отправить комментарий